დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის მეგობრებმა ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, სადაც მის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ.
მათი ინფორმაციით, ჯერ უცნობია დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმის ზუსტი მოტივი.
ასევე უცნობი რჩება, როდის დაიკითხება დაჭრილი გუგეშაშვილი. მეგობრების ინფორმაციით, ის ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.