დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმები კომენტარს ჯერ არ აკეთებენ
დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმები კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
როგორც პირველ არხს ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, დოდო გუგეშაშვილს ოპერაცია უტარდება და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა და დოდო გუგეშაშვილი მძიმე მდგომარეობაშია.
შემთხვევა დღეს დილით დიღმის მასივში, დოდო გუგეშაშვილის სახლში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.