დოდო გუგეშაშვილის ახლობლის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია
დოდო გუგეშაშვილის ახლობლის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია

დოდო გუგეშაშვილი საოპერაციოდან გამოიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ გუგეშაშვილის ახლობელმა მამუკა ჩოქურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია ღუდუშაურის საავადმყოფოში მიაწოდეს.

როგორც ოჯახის ახლობელმა აღნიშნა, არ აქვს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა დოდო გუგეშაშვილს ვინმესთან კონფლიქტი.

“დოდო გუგეშაშვილი საოპერაციოდან გამოიყვანესო, ეს გვითხრეს და მდგომარეობა სტაბილურიაო. როგორც ვიცი, ერთი ჭრილობა აქვს. გადარჩენილიაო, ასე გვითხრეს. ჯერჯერობით ვერაფერს ვფიქრობ. არანაირი კონფლიქტი არ გამიგია, რაც შესაძლოა ვინმესთან ჰქონოდა”, -აღნიშნა ჩოქურმა.

დღეს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც გუგეშაშვილებს თავს დაესხა, სავარაუდოდ ოჯახს იცნობდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.