დმანისში საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა,
დმანისში საკრებულოს სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი ესწრებოდა. კვორუმისთვის კი, 16 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.
დმანისის საკრებულოში 15 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“, 13 „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი პარტია „პროგრესს“ ჰყავს, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.
საკრებულოს მორიგი სხდომა 10 დღის ვადაში უნდა ჩაინიშნოს.