დმანისში ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. დმანისის შესასვლელში საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული.
როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, საპატრულო პოლიციასა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გზა აქვთ გადაკეტილი.
ამასთან, დღეს დმანისში ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა.