დმანისის შესასვლელთან, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა, დამატებითი საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული
დმანისის შესასვლელთან, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა, დამატებითი საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული

დმანისის შესასვლელთან, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა, დამატებითი საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დილიდან ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა რამდენჯერმე მოუწოდეს დაპირისპირებულ მხარეებს, დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, თუმცა ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.

დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

დატოვე კომენტარი