ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი - ვაკეთებდით ყველაფერს, რომ დმანისში შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო, ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები
ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი - ვაკეთებდით ყველაფერს, რომ დმანისში შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო, ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები

შსს-ს თითოეული დანაყოფის თანამშრომელი მაქსიმალურად ვცდილობდით და ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო, მაქსიმალურად განვაიარაღეთ ყველა, – ამის შესახებ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გოგნიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გოგნიაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოქალაქეების გამოკითხვა და დეტალებზე კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა ხანში გაავრცელებს.

„შსს-ს თითოეული დანაყოფის თანამშრომელი მაქსიმალურად ვცდილობდით და ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო. მაქსიმალურად განვაიარაღეთ ყველა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამრომელია ადგილზე. გუშინაც იყო, დღესაც არის და კიდევ ემატება ძალები“, – აღნიშნა გოგნიაშვილმა.

კითხვაზე, რას აკეთებს შს სამინისტრო ვითარების განსამუხტავად, ლაშა გოგნიაშვილმა განაცხადა, რომ „ვითარება განმუხტულია“.

ამასთან, დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდებს დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

დატოვე კომენტარი