ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ იმსჯელა და ლელა კაკულია ნაწილობრივ გაამართლა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ იმსჯელა და ლელა კაკულია ნაწილობრივ გაამართლა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტგამოცემა Informacia.club-მა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

საუბარია აღნიშნული გამოცემის მიერ გავრცელებულ ფრაზაზე – რომ „ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ“.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წერს, განცხადების ავტორმა, ლელა კაკულიამ აღნიშნა, რომ სადავო მასალა, თითქოს მან იწინასწარმეტყველა, რომ „ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ“, არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ფრაზა ავტორს არ ეკუთვნის.

გარდა პირველი პრინციპისა, მხარე დაობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (დოკუმენტების კეთილსინდისიერად მოპოვება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯების) პრინციპებზე, თუმცა საბჭომ მათზე დარღვევა არ დაადგინა.

ამ საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.