ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე იმსჯელა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე იმსჯელა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე იმსჯელა.

საუბარია „მოამბის“ ეთერში გასულ მცირე ფრაგმენტზე და პირველი არხის ვებგვერდზე განთავსებულ ჩანაწერზე, რომელიც პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურად მას შემდეგ გამოითხოვა, რაც ის სასამართლომ პროკურატურისგან მტკიცებულებად მიიღო.

ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მასალის გავრცელებით ქარტიის პირველი და მეათე პუნქტები დაირღვა, რაც სიზუსტის უპატივცემულობასა და პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებლად, საჯარო ინტერესების გაუთვალისწინებლად შეჭრას გულისხმობს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გადაწყვეტილების დასაბუთება დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.