ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმის დეტალების გასარკვევად მაიკ პომპეო სასწრაფოდ ერ-რიადში გაემგზავრა
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმის დეტალების გასარკვევად მაიკ პომპეო სასწრაფოდ ერ-რიადში გაემგზავრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სასწრაფოდ ერ-რიადში გაემგზავრა. მისი ვიზიტის მიზანი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმეზე დეტალების გარკვევაა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრმპმა განაცხდა, პომპეო საუდის არაბეთის მეფეს შეხვდება.

მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი ტელეფონით დაუკავშირდა საუდის არაბეთის მონარქს და რეპორტიორის გაუჩინარების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება მოსთხოვა.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, საუდის არაბეთის მეფემ უკვე გასცა განკარგულება, რომ პროკურატურამ ჯამალ ხაშოგის საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

პარალელურად, ერ-რიადმა ოფიციალურად დართო ნება თურქეთის ხელისუფლებას, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საელჩო თურქმა სამართალდამცველებმა გაჩხრიკონ.

„ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.