სტამბოლში, ერთ-ერთ ქარხანაში მამაკაცმა მძევლები აიყვანა

23:34, 01.02.2024

სტამბოლში, კომპანია Proctor & Gamble-ის ქარხანაში მამაკაცმა მძევლები აიყვანა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„გებზეს ქარხანაში შვიდი ადამიანია მძევლად აყვანილი, დანარჩენი თანამშრომლები კი გათავისუფლებული არიან. ქარხანა ამ დროისთვის ევაკუირებულია”,- განაცხადა ქარხნის პროფკავშირის წარმომადგენელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ეჭვმიტანილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომპანია P&G-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლების უსაფრთხოება მათი პირველი პრიორიტეტია.

პოლიციამ ქარხნის შესასვლელი გადაკეტა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობის შესასვლელთან პალესტინის დროშაა დახატული წარწერით „ღაზისთვის კარი ღია იქნება“.

მსგავსი