სტამბოლში, კომპანია Proctor & Gamble-ის ქარხანაში მამაკაცმა მძევლები აიყვანა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„გებზეს ქარხანაში შვიდი ადამიანია მძევლად აყვანილი, დანარჩენი თანამშრომლები კი გათავისუფლებული არიან. ქარხანა ამ დროისთვის ევაკუირებულია”,- განაცხადა ქარხნის პროფკავშირის წარმომადგენელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ეჭვმიტანილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კომპანია P&G-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლების უსაფრთხოება მათი პირველი პრიორიტეტია.
პოლიციამ ქარხნის შესასვლელი გადაკეტა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობის შესასვლელთან პალესტინის დროშაა დახატული წარწერით „ღაზისთვის კარი ღია იქნება“.