სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა
სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა

სტამბოლში სასამართლოს შენობასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, გარდაცვლილი სამოქალაქო პირია თუ პოლიციელი.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ სასამართლოსთან სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა – სამი სამოქალაქო პირი და სამი პოლიციელი.

სტამბოლში ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა, ისინი სამართალდამცველებმა ადგილზე მოკლეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს, რომ თავდამსხმელები მარქსისტული დაჯგუფების, „რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრები არიან, რომელიც თურქეთის, ასევე აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. მინისტრმა მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მცდელობად შეაფასა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.