თურქეთის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში ეკლესიაზე თავდასხმაში 25 ეჭვმიტანილი დააკავეს
თურქეთის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში ეკლესიაზე თავდასხმაში 25 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ თუნჩის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას სტამბოლის ეკლესიაში წირვის დროს მომხდარ სროლაში 25 ეჭვმიტანილი დააკავა.

მისივე თქმით, 25 დაკავებულს შორის იყო ორი შეიარაღებული პირი, რომლებიც ეკლესიაში სროლის დროს იმყოფებოდნენ და რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა. თუნჩის თქმით, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან კავშირში.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 25 ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს უკანონო ორგანიზაციის წევრობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კიდევ ცხრა ეჭვმიტანილი სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, 28 იანვარს სტამბოლში, სარიერის რაიონში, სანტა მარიას ეკლესიას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, დაიღუპა ერთი ადამიანი.