ჟან-კლოდ იუნკერი - ბრექსითის მოლაპარაკების ჩაშლის შეთხვევაში, ევროკომისიას სამოქმედო გეგმა აქვს
ბრექსითის მოლაპარაკების ჩაშლის შეთხვევაში, ევროკომისიას სამოქმედო გეგმა აქვს, თუმცა პროცესის წარუმატებლობა არ სურს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ზალცბურგში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ევროკომისია ყველა სცენარისთვის მზადაა. „შეთანხმების არ არსებობა ჩემი პროგნოზი არ არის, თუმცა თუ ეს მოხდება, ევროკომისია ყველაფრისთვის მზადაა“, – აღნიშნა იუნკერმა. ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს.
მოლაპარაკების მთავარი თემა ამჟამად საერთო ბაზარი და ირლანდიასთან საზღვარია.