ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე - ბრიტანეთი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე - ბრიტანეთი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ბრიტანეთი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, დევიდ ლიდინგტონმა განაცხადა. ბრიტანელი პოლიტიკოსის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებამდე, დეპუტატები ევროკავშირიდან გასვლის ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვეღარ შეძლებენ.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პროცესი 31 ოქტომბრამდე გადაიდო. თუ ბრიტანეთი ევროგაერთიანებას 23 მაისამდე არ დატოვებს, მაშინ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის და ბრიუსელში დეპუტატების გაგზავნის სამართლებრივი ვალდებულება აქვს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ პარლამენტი „ბრექსითის“ გეგმაზე შეთანხმებას ივლისამდე შეძლებს, ვიდრე ევროპარლამენტში სესია დაიწყება.