ბრიტანეთის მთავრობა ბრექსიტის შეთანხმებას პარლამენტში კენჭისყრისთვის შობის დღესასწაულამდე შეიტანს

12:04, 16.12.2019

ბრიტანეთის მთავრობა ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას პარლამენტში კენჭისყრისთვის შობის დღესასწაულამდე შეიტანს. ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ავრცელებს.

„რეიტერის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს კონსერვატიული პარტიის ახალ წევრებს შეხვდება, რომლებიც 12 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე აირჩიეს.

ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს აუცილებლად დატოვებს.

მსგავსი