ჟან-კლოდ იუნკერი - სფინქსის საიდუმლო უფრო იოლი ამოსახსნელია, ვიდრე ლონდონის პოზიცია ბრექსიტზე
ჟან-კლოდ იუნკერი - სფინქსის საიდუმლო უფრო იოლი ამოსახსნელია, ვიდრე ლონდონის პოზიცია ბრექსიტზე

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სფინქსის საიდუმლო უფრო იოლი ამოსახსნელია, ვიდრე ლონდონის პოზიცია ბრექსიტზე. ეს განცხადება ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„თუ დიდ ბრიტანეთს სფინქსს შევადარებ, მაშინ სფინქსის საიდუმლო უფრო იოლად ამოსახსნელად მოგეჩვენებათ, ვიდრე ლონდონის პოზიცია ბრექსიტზე. ვნახოთ, რას იტყვის ეს სფინქსი შემდეგ კვირაში“, – განაცხადა იუნკერმა.

შეგახსენებთ, 20 მარტს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრექსიტის პროცესი 22 მაისამდე გახანგრძლივდება, თუ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 12 აპრილამდე ე.წ. თანმიმდევრულ ბრექსიტს დაამტკიცებს.