ჟან კლოდ იუნკერი - ბრექსითის მოლაპარაკებებზე საკმარისი პროგრესი იქნა მიღწეული
ბრექსითის მოლაპარაკებებზე საკმარისი პროგრესი იქნა მიღწეული, რაც ბრიტანეთ-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით დიალოგს უხსნის გზას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.
ჟან კლოდ იუნკერის თქმით, მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის რთული იყო, თუმცა შედეგი კომპრომისია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი ირლანდიის საზღვრის საკითხის განსახილველად ბრიუსელში იმყოფება. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრების გაგრძელება სამომავლოდაც შეეძლებათ.