„ევრონიუსთან“ ინტერვიუში ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიტანელებს „სანახევრო ევროპელები“ უწოდა
„ევრონიუსთან“ ინტერვიუში ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიტანელებს „სანახევრო ევროპელები“ უწოდა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიტანელებს „სანახევრო ევროპელები“ უწოდა, რადგანაც ევროკავშირში სრულად არასდროს ყოფილან.

„ევრონიუსთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში, ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრიტანელებს ევროკავშირში დამტკიცებული ყველა პოლიტიკის გაზიარება არ სურდათ.

„თავიდანვე, ბრიტანელები სანახევრო ევროპელები იყვნენ, ჩვენ სრული ევროპელები გვჭირდება“, – განაცხადა იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ქაოსის მიუხედავად, ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, რაც ბრიტანეთისთვისაც და ევროკავშირისთვისაც დანაკარგებს მოიტანს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, რეფერენდუმზე ბრექსიტის საკითხის დაყენება შეცდომა იყო.