დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი რვა ივლისს უკრაინა – ევროკავშირის სამიტს დაესწრებიან

13:41, 05.07.2019

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და ევროკომისიის ხელმძღვანელი, ჟან კლოდ იუნკერი რვა ივლისს, კიევში უკრაინა – ევროკავშირის სამიტს დაესწრებიან.

​ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებულია.

სამიტზე განხილვის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა, აღმოსავლეთ რეგიონებსა და აზოვის ზღვაში არსებული ვითარება და სამომავლო პრიორიტეტები იქნება.

უკრაინა – ევროკავშირის სამიტს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც.

მსგავსი