„დინამო არენასთან“ საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია
„დინამო არენასთან“ საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია

„დინამო არენასთან“, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.

„დინამო არენასთან“ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობაში კიდევ ერთი დაშავებული იმყოფება.

ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.