„დინამო არენასთან“ საცხოვრებელ ბინაში სავარაუდოდ, კიდევ ერთი დაშავებული იმყოფება
„დინამო არენასთან“ საცხოვრებელ ბინაში სავარაუდოდ, კიდევ ერთი დაშავებული იმყოფება

„დინამო არენასთან“ საცხოვრებელ ბინაში სავარაუდოდ, კიდევ ერთი დაშავებული იმყოფება. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და ტერიტორიას ათვალიერებს. ადგილზე ასევე იმყოფება შსს-ს მოადგილე.

„დინამო არენასთან“ საცხოვრებელ ბინაში ხანძრის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ერთი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.

როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.