დიმიტრი ქუმსიშვილი მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
დიმიტრი ქუმსიშვილი მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მინდა საერთო ეროვნული დღესასწაული, ნოვრუზ ბაირამი მოგილოცოთ. გილოცავთ მეგობრებო განახლების, სიყვარულის, სიხარულის დღესასწაულს. მინდა მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება გისურვოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ!“, – ნათქვამია დიმიტრი ქუმსიშვილის მისალოც ტექსტში.

ნოვრუზ ბაირამი – „გაზაფხულის ბუნიობა“ სამი დღის განმავლობაში, 20-21-22 მარტის ჩათვლით აღინიშნება.