დიმიტრი გვრიტიშვილი - როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია?
როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია? რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება? – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედს“ განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება, მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას.
„სამართლებრივ პრობლემასაც ვხედავ. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. აქ რეალიზებულია სახელმწიფოს დანაწილების პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი სახელისუფლებო შტო არ არის უფლებამოსილი, გააკონტროლოს მეორე სახელისუფლებო შტო. ანუ, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება, მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია პოლიტიკოსების მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რაღაც შოუს ელემენტებს ვხედავ, საზოგადოების დასანახად რაღაც მასკარადის მოწყობას, ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაიბარონ მოსამართლეები და მოითხოვონ მათგან ანგარიში მათ მიერ გაწეულ საქმიანობაზე; ვხედავ, რომ ხელყოფილი იქნება ზუსტად ეს ფუძემდებლური პრინციპი ხელისუფლების დანაწილების, რამეთუ სასამართლო ხელისუფლება არ შეიძლება იყოს ამ ფორმით საპარლამენტო კონტროლის ადრესატი.
როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა ასეთი საგამოძიებო კომისია? რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება?
უპირველესი ოპოზიციური კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც აშშ-ში მრავალმილიონიანი მხარდაჭერა აქვს, აკეთებს განცხადებას, რომ სასამართლო არის კორუმპირებული და პოლიტიზებული. მაშინ რატომ იქ არ იქმნება მსგავსი საგამოძიებო კომისიები?“ – განაცხადა გვრიტიშვილმა.