„დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა“ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარს სარეაბილიტაციო ცენტრში საცხოვრებელი ოთახი გადასცა
დიმიტრი ცინცაძის ფონდი რვა წლისაა. ფონდის წარმომადგენლებმა, იუბილესთან დაკავშირებული საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარს სარეაბილიტაციო ცენტრში ახალგარემონტებული საცხოვრებელი ოთახი გადასცეს.
ბერი ანდრიას ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრის „ბედნიერი სახლის“ მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ცენტრში ორივე ფონდის საერთო ბენეფიციარები ცხოვრობენ და სარეაბილიტაციო კურსს გადიან.
„რვა წელი გახდა, რაც დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი არსებობს,. 400 ზე მეტ ბავშვს დავეხმარეთ, სამ მილიონზე მეტი თანხა გავეცით. ამ პანდემიიდან გამომდინარე, ბერი ანდრიას ფონდის ძალინ მაგარ წამოწყებას შევეხიდეთ და ფონდის ონკოლოგიურად დაავადებულ ბენეფიციარს გავურემონტეთ, ავეჯით გავუწყვეთ ოთახი.
ეს არის ძალიან დიდი საქმე და თუ ხალხი ისურვებს, რომ დაეხმარონ დიმიტრი ცინცაძის ფონდს, ყოველთვიურად თითომ ერთი ლარი რომ ჩარიცხოს, ძალიან დიდ შედეგს ვაღწევთ ამით. ამ რვა წლის განმავლობაში ერთი ლარით მოვედით დღემდე. ასე რომ, დაეხმარეთ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის შვილობილებს“, – განაცხადა ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა ჯანაშვილმა.