ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებით, საქართველოში „სიცოცხლის ფესტივალი“ გაიმართება
ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებით, საქართველოში „სიცოცხლის ფესტივალი“ გაიმართება

ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებით, საქართველოში „სიცოცხლის ფესტივალი“ გაიმართება. ფონდი მთელი სექტემბრის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებასა და სპორტულ აქტივობებს გამართავს. მათ შორის ბოულინგ-ჩემპიონატს, რომელიც საქართველოს სამ სხვადასხვა ქალაქში პირველად გაიმართება.

ღონისძიებიდან შესული თანხა სარეაბილიტაციო ცენტრის „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას მოხმარდება.

„ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი ატარებს სიცოცხლის ფესტივალს. მთლიანად სექტემბერი არის ბავშვთა კიბოსთან საერთაშორისო თვე მთელს მსოფლიოში. აქტივობები გვაქვს სხვადასხვა დღეზე განაწილებული. ყველაზე მთავარია, რომ წელს ჩაერთვებიან რეგიონები და სიცოცხლის ფესტივალი გაკეთდება ბათუმში, ქუთაისში, ხოლო თბილისში გაიმართება დასკვნითი ღონისძიება. მოვუწოდებ სხვადასხვა კომპანიას და ადამიანებს, შემოგვიერთდნენ, გახდნენ ამ დიდი ფესტივალის მონაწილეები და წევრები, რადგან ამ ფესტივალიდან შემოსული თანხა მოხმარდება სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას. ბერი ანდრიას ფონდის ინიციატივით, რომელიც შენდება თბილისში – „ბედნიერი სახლი“. მშენებლობა უკვე სრულდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა“, – განცხადა ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელმა თინათინ ჩხვიმიანმა.

დატოვე კომენტარი