საქმიანობის 8 წლისთავთან დაკავშირებით, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი ახალი პროექტის იწყებს 
საქმიანობის 8 წლისთავთან დაკავშირებით, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი ახალი პროექტის იწყებს 

ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი 8 წლისაა. აღნიშნული თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ბერი ანდრიას ჩანახატების კრებულის „სიკეთის საგალობელი“ პრეზენტაცია გაიმართა და ფონდის რვაწლიანი საქმიანობა შეჯამდა.

ღონისძიების ფარგლებში ახალი პროექტი „დარგე ხე – დადე აგური – გადაარჩინე სიცოცხლე“ წარადგინეს. პროექტის მიხედვით, ყოველი ახალშობილი, დაბადებისთანავე ქველმოქმედი გახდება. მშობლების სურვილით, დაირგვება ხე ბავშვის სახელით და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრს აგური შეემატება. ბავშვის სახელზე მშობლებს კი, საპატიო სიგელი  – „პატარა ქველმოქმედი“ გადაეცემათ.

ღონისძიებას სამთავრობო უწყებების, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ფონდის მეგობრები დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი