დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის და ბერი ანდრიას ფონდის ონკოლოგიური დაავადებების მქონე არასრულწლოვან ბენეფიციარებს ქართულ-გერმანულმა რეპროდუქციულმა ცენტრმა საჩუქრები გადასცა
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის და ბერი ანდრიას ფონდის ონკოლოგიური დაავადებების მქონე არასრულწლოვან ბენეფიციარებს ქართულ-გერმანულმა რეპროდუქციულმა ცენტრმა საჩუქრები გადასცა

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის და ბერი ანდრიას ფონდის ონკოლოგიური დაავადებების მქონე არასრულწლოვან ბენეფიციარებს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის წარმომადგენლებმა საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დამფუძნებლის, კახა ჯანაშვილის თქმით, ქართულ გერმანული რეპროდუქციული ცენტრი ყოველთვიურად ფინანსურად დაეხმარება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს.

მისივე ინფორმაციით, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი მერვე წელია ზრუნავს ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

ამ დროის განმავლობაში ფონდმა, პარტნიორების დახმარებით, 367 ბავშვს სამი მილიონი ლარის მხარდაჭერა აღმოუჩინა.

„ყოველ ახალ წელს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ჩვენი შვილობილებისთვის ვაწყობთ საჩუქრების გადაცემას. ჩვენი მეგობრები ჩვენ გვერდით არიან და საჩუქრებით გვეხმარებიან. დღეს შემოგვიერთდა ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი, რომელიც ამ ბავშვებისათვის ყოველთვიურად ხელფასებიდან გაიღებს თანხას“, – განაცხადა კახა ჯანაშვილმა.

დატოვე კომენტარი