„დილამ“ თურქული შეკრება დაიწყო
„დილამ“ თურქული შეკრება დაიწყო

გორის „დილა“ თურქულ შეკრებაზე გამთენიისას გაემგზავრა, გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში დაბინავდა და მეორე მოსამზადებელ ეტაპი დაიწყო.

„დილა“ თურქულ შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 11 თებერვალს ყაზახეთის პრემიერლიგის „ატირაუსთან“ ითამაშებს, 14 თებერვალს – უკრაინულ „დნიპროს“ დაუპირისპირდება, 17-ში – ასევე უკრაინულ „ლვივს“ შეხვდებიან, ხოლო დასკვნითი შეხვედრა გორელებმა 20 თებერვალს მოლდოვას ჩემპიონ ტირასპოლის „შერიფთან“ დაგეგმეს.

გუნდი თურქეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები : გიორგი ბეგაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ლაშა–გიორგი ტიტვინიძე

მცველები: ბაქარ მირცხულავა, ერიკს სანტოსი, ზაურ კერელეიშვილი, გია ჩადუნელი თორნიკე გრიგალაშვილი გურამ გიორბელიძე, გოგი მამულაშვილი

ნახვერმცველები: გიორგი კუცია, ამოს ნონდი ობიერო, ლუკა რაზამაძე, ნიკა გაგნიძე, ისიფუ ლემპტი, ფელიპე პაიმი ალვინ ფორტესი, ლევან ნონიკაშვილი

თავდამსხმელები: ანდრეი ტიტოვი, ნუგზარ სპანდერაშვილი