დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.

ლისაკის თქმით, დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია. „რვა დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია. დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ლისაკმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სასწავლო დაწესებულება.