„დილამ“ თურქული შეკრება დაიწყო
გორის „დილა“ თურქულ შეკრებაზე გამთენიისას გაემგზავრა, გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში დაბინავდა და მეორე მოსამზადებელ ეტაპი დაიწყო.
„დილა“ თურქულ შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 11 თებერვალს ყაზახეთის პრემიერლიგის „ატირაუსთან“ ითამაშებს, 14 თებერვალს – უკრაინულ „დნიპროს“ დაუპირისპირდება, 17-ში – ასევე უკრაინულ „ლვივს“ შეხვდებიან, ხოლო დასკვნითი შეხვედრა გორელებმა 20 თებერვალს მოლდოვას ჩემპიონ ტირასპოლის „შერიფთან“ დაგეგმეს.
გუნდი თურქეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები : გიორგი ბეგაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ლაშა–გიორგი ტიტვინიძე
მცველები: ბაქარ მირცხულავა, ერიკს სანტოსი, ზაურ კერელეიშვილი, გია ჩადუნელი თორნიკე გრიგალაშვილი გურამ გიორბელიძე, გოგი მამულაშვილი
ნახვერმცველები: გიორგი კუცია, ამოს ნონდი ობიერო, ლუკა რაზამაძე, ნიკა გაგნიძე, ისიფუ ლემპტი, ფელიპე პაიმი ალვინ ფორტესი, ლევან ნონიკაშვილი
თავდამსხმელები: ანდრეი ტიტოვი, ნუგზარ სპანდერაშვილი