„დილამ“ „მტკ“ გაანადგურა
„დილამ“ „მტკ“ გაანადგურა

გორის “დილა” ამხანაგურ მატჩში უნგრეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ბუდაპეშტის “მტკ“-ს დაუპირისპირდა, რომელიც უნგრეთის რანგით მეორე ლიგის ლიდერია.

მოულოდნელად, გორელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს. ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს, 29-ე წუთზე უპირატესობა გაზარდეს, ხოლო ერთ წუთში მესამედაც აიღეს კარი და ტაიმი 3:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში „დილამ“ „მტკ“-ს კიდევ ორი გოლი გაუტანა, მე-60 და 70-ე წუთებზე და გიორგი დარასელიას გაწვრთნილებმა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს – 5:0.

გორის „დილა“ თურქული შეკრების მორიგ ამხანაგურ შეხვედრას, უკრაინის პერშა ლიგის წარმომადგენლის ლუცკის „ვოლინთან“ 13 თებერვალს გამართავს.