„საბურთალომ“ „გაგრას“ სძლია, „დილა“ სახლში „სამტრედიამ“ დაამარცხა #1TVSPORT
„საბურთალომ“ „გაგრას“ სძლია, „დილა“ სახლში „სამტრედიამ“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა, რომელშიც „საბურთალომ“ „გაგრა“ დაამარცხა, გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ კი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე სირილ ჩამბამ კონტრშეტევაზე გახსნა. ექვს წუთში კი კამერუნელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. 61-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა „გაგრას“ მესამეც გაუტანა, 78-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ გამოიჩინა თავი, 90-ე წუთზე კი სირილ ჩამბამ ჰეთთრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.

გორის „დილამ“ კი საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:3 დამარცხდა. ანგარიში საბა ფირანაშვილმა მე-14 წუთზე გახსნა, მათე აბულაძემ კი 45-ე წუთზე პენალტით სტუმრების უპირატესობა გაზარდა. 89-ე წუთზე ონორე გომისმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ „დილამ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და მესამეც გაუშვა. რეზი ინჯგიას გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თორნიკე ახვლედიანმა შანსი გოლად აქცია – 1:3.

ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილი

1. დინამო ბთ 52

2. დინამო თბ 47

3. საბურთალო 45

4. დილა 40

5. სამგურალი 39

6. ტორპედო 37

7. თელავი 21

8. გაგრა 18

9. სამტრედია 13

10. შუქურა 7