დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ხის სახელოსნოში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სახელოსნოში ხატების ჩარჩოებს აკეთებდნენ. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.