დიღომში, ხის სახელოსნოში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

16:23, 19.01.2020

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ხის სახელოსნოში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სახელოსნოში ხატების ჩარჩოებს აკეთებდნენ. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

მსგავსი