დიეგო კალასი - საქართველოს ახლა მტკიცე პოზიცია აქვს 8 მარტის შეთანხმებით და მნიშვნელოვანია, შეთანხმების იმპლემენტაცია გაგრძელდეს წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც
მნიშვნელოვანია, რომ 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია გაგრძელდეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, შემდგომშიც უზრუნველყონ პოლიტიკური თავისუფლება, რათა კიდევ უფრო დემოკრატიული გახადონ ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კალასმა განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს.
„საქართველოს ახლა მტკიცე პოზიცია აქვს 8 მარტის შეთანხმებით. მნიშვნელოვანია, რომ მისი იმპლემენტაცია გაგრძელდეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, შემდგომშიც უზრუნველყონ პოლიტიკური თავისუფლება, რათა კიდევ უფრო დემოკრატიული გახადონ, რადგან ეს არის საქართველოს წარმატების გზა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ გააკეთა განცხადება, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს. ეს არის ვითარება, სადაც გადაადგილების თავისუფლება კვლავ შეზღუდულია, რაც პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ ამ სიტუაციას შეშფოთებით ვაკვირდებით“, – განაცხადა კალასმა.