დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ მთავრობის მიერ ბრექსიტის საკითხზე წარდგენილ სტრატეგიას მხარი არ დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ მთავრობის მიერ ბრექსიტის საკითხზე წარდგენილ სტრატეგიას მხარი არ დაუჭირა. ტექნიკური შინაარსის დოკუმენტი ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების ერთგვარი გარანტი უნდა ყოფილიყო. კერძოდ, აღნიშნული სტრატეგიით, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის სურდა ეჩვენებინა ბრიუსელისთვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი გარკვეულ დათმობებზე წავიდოდა, პარლამენტი ბრექსიტის შეთანხმებას მხარს დაუჭერდა.
კენჭისყრას თავად პრემიერ-მინისტრი არ დასწრებია. ახლა ტერეზა მეის ბრიუსელთან მოლაპარაკებების წარმოება კიდევ უფრო გაუჭირდება. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, მეი ბრექსიტის შეთანხმებაში ცვლილებების საკითხზე მუშაობას განაგრძობს.