დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ მთავრობის მიერ ბრექსიტის საკითხზე წარდგენილ სტრატეგიას მხარი არ დაუჭირა

08:23, 15.02.2019

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ მთავრობის მიერ ბრექსიტის საკითხზე წარდგენილ სტრატეგიას  მხარი არ დაუჭირა. ტექნიკური შინაარსის დოკუმენტი ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების ერთგვარი გარანტი უნდა ყოფილიყო. კერძოდ, აღნიშნული სტრატეგიით, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის სურდა ეჩვენებინა ბრიუსელისთვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი გარკვეულ დათმობებზე წავიდოდა, პარლამენტი ბრექსიტის შეთანხმებას მხარს დაუჭერდა.

კენჭისყრას თავად პრემიერ-მინისტრი არ დასწრებია. ახლა ტერეზა მეის ბრიუსელთან მოლაპარაკებების წარმოება კიდევ უფრო გაუჭირდება. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, მეი ბრექსიტის შეთანხმებაში ცვლილებების საკითხზე მუშაობას განაგრძობს.

მსგავსი