დიდ დიღომში ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის მამაკაცი მკურნალობას კლინიკა „ვივამედში“ აგრძელებს. მედიკოსთა ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. არის 36 წლის. მოყვანილია „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც დაიწვა საწყობი. პაციენტს აღენიშნებოდა დაუზუსტებელი ტოქსინების ეფექტი. ამავე დროს ჰქონდა დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა. მოთავსდა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. ჩაუტარდა ყველა შესაბამისი კვლევა. ამ წუთებში გადადის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ექიმმა ლალი ცირეკიძემ.
დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.