დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში ხანძრის ლიკვიდაციისთვის 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს [ვიდეო]

დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი.

მათივე ცნობით, ადგილზე რჩება 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.