დიდ დიღომში ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი პოლიციას ჯერ არ გამოუკითხავს
დიდ დიღომში ხანძრის შედეგად დაშავებული ზურაბ მჭედლიძე პოლიციას ჯერ არ გამოუკითხავს. შსს-ს ცნობით, ისინი ექიმების თანხმობას ელოდებიან, რათა გამოკითხვის პროცედურა ჩაატარონ.
ზურაბ მჭედლიძე კლინიკა „ვივამედში“ განაგრძობს მკურნალობას. რეანიმაციული განყოფილებიდან პაციენტი პალატაში გადაიყვანეს. პაციენტის პალატის კართან სამართალდამცველები მორიგეობენ.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ გაირკვევა, მიეცემათ თუ არა სამართალდამცველებს პაციენტის გამოკითხვის შესაძლებლობა.
ამასთან, ჟურნალისთებთან საუბრისას დაშავებულმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და არ განმარტა, რატომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
თბილისში, დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში 1 800 კვ.მ. ფართობი დაიწვა.