დიდი დიღომი, ტექნიკის საწყობი ხანძრის შემდეგ [ფოტო]
დიდი დიღომი, ტექნიკის საწყობი ხანძრის შემდეგ [ფოტო]

თბილისში, დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი.

მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან გამოიყვანეს ერთი მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში. ასევე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს და გადაარჩინეს ორი ლეკვი“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ადგილზე 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

 

დატოვე კომენტარი