დიდ დიღომში 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს [ფოტო/ვიდეო]

23:15, 17.03.2019

დიდ დიღომში ხანძრის ლოკალიზებისთვის 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

წინასწარი ინფორმაციით, დიდ დიღომში ტექნიკის საწყობი იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 600 კვ/მ ფართობი.​ მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია ერთი ადამიანი.

მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი