დიდ დიღომში ხანძრის ლოკალიზებისთვის 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
წინასწარი ინფორმაციით, დიდ დიღომში ტექნიკის საწყობი იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 600 კვ/მ ფართობი. მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია ერთი ადამიანი.
მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას“, – აცხადებენ უწყებაში.