დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე ექსპერტები კორპუსის მდგრადობის შესწავლას იწყებენ [ფოტო]
დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის ექსპერტები კორპუსის მდგრადობის შესწავლას იწყებენ.
ექსპერტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა დრო დასჭირდებათ საბოლოო დასკვნისთვის.
მათი თქმით, პირველადი დათვალიერებით კორპუსი რესტავრაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება, თუმცა ეს სურათი შესაძლოა, შეცვალოს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ, თუმცა ძირითად შესწავლას შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ კრიმინალისტები ახორციელებენ, რომელმაც უნდა გასცეს საბოლოო პასუხი კითხვას, რამ გამოიწვია აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე.