დღეს სიონის საკათედრო ტაძარში შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება
დღეს, 27 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პანაშვიდი 19:00 საათზე დაიწყება.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.