მეუფე იოანე - 21 აპრილს ბაგრატის ტაძარში დიდ პანაშვიდს გადავიხდით, მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, საფლავებზე გავიდეთ
მეუფე იოანე - 21 აპრილს ბაგრატის ტაძარში დიდ პანაშვიდს გადავიხდით, მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, საფლავებზე გავიდეთ

21 აპრილს ბაგრატის ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, სავარაუდოდ საფლავებზე გასვლაც შესაძლებელი იქნება, რადგან შეზღუდვები 21 აპრილამდეა დაწესებული.

„რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს, მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ“, – განაცხადა მეუფე იოანემ ქადაგების ბოლოს.

დატოვე კომენტარი