თბილისში, დელისის ქუჩაზე კორპუსის სახურავის ნაწილი და საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი დაიწვა.
ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი სახლიდან კვამლი გამოდიოდა და მათ სახანძრო გამოიძახეს.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრისას არავინ დაშავებულა. დამწვარია 200 კვ.მ. ფართი.