დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სინოდის შემდგომ სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება
სინოდის შემდგომ სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ჟურნალისტებმა მას საპატრიარქოში, პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილი მიღების დროს მსოფლიო პატრიარქის მოწოდების შესახებ დაუსვეს კითხვა.
„ამ სადღესასწაულო დღეს, ვრცლად ამაზე საუბარი ალბათ, არ ღირს. ორი სიტყვით კი დავუბრუნდეთ სინოდის დამოკიდებულებას – სინოდმა გადადო ეს საკითხი და დაველოდოთ შემდგომ სხდომას, სადაც გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ცნონ.